როგორ შუქდება ქალებზე ძალადობა პაკისტანში
06 04 2011

Uks-ის დირექტორი ტანსეემ აჰმარი, გაეროს მრჩეველი გენდერის საკითხებში სალმან თარიქი, ჟურნალისტი ჰუმა კჰავარი, კვატრინა ჰუსეინი Express News-ის მიმდინარე მოვლენათა განყოფილების დირექტორი და ტაჰირა აბდულლაჰი - ადამიანის უფლებათა ცნობილი აქტივისტი, სიტყვით გამოვიდნენ პაკისტანის მედიაში სექსუალური ძალადობის გაშუქებასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციაზე. ანგარიში, “Global Fund for Women”-თან თანამშრომლობით ისლამაბადში “Uks Research Centre”-ის მიერ იქნა შედგენილი.

ანგარიშის მიზანია განიხილოს თუ როგორ ეპყრობა ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლ პაკისტანელ ქალებს, საზოგადოების ყოვლისმომცველი თვალი - მასმედია. ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების ძალისხმევისა და მთავრობის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ქალები ძალადობას ყოველდღიურად აწყდებიან. “Human Rights Watch”-ის მონაცემებით, ქვეყანაში ქალების 90% ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. თუმცა „Aurat Foundation“–ი აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ყოველ მესამე ოჯახში არსებობს.

აჰმარი აცხადებს, რომ გაუპატიურების შემთხვევები პაკისტანში ძალიან სენსაციურად შუქდება და მედია ხშირად ივიწყებს არსებულ ეთიკურ კოდექსს და სრულიად ბრმა რჩება ყოველგვარი ეთიკური პრინციპებისადმი. მსგავს რეპორტაჟებში, აჰმარის განცხადებით, მთელი ყურადღება მსხვერპლისაკენაა მიმართული, ხოლო დამნაშავე თითქმის სრულიად უგულვებელყოფილია. ეს ფაქტი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს მსხვერპლი თავადაა პასუხისმგებელი ძალადობის ფაქტზე.

ჰოსაინის აზრით, პაკისტანურ მედიაში გაშუქებული გაუპატიურების შემთხვევები ”პოლიტიზირებულია”. მისი განცხადებით, საკითხავი ისაა, თუ რატომ ხდება მსხვერპლის სახელისა და მასთან დაკავშირებული სხვა დეტალების ხაზგასმა, მაშინ როცა მოძალადის პროფილი არსად ჩანს.

კჰავარი ფიქრობს, რომ ჟურნალისტებს ტრენინგები უნდა ჩაუტარდეთ მსგავსი სიუჟეტების მომზადებასა და საკითხთან დაკავშირებული სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებაში.

ავტორი: სეჰრიშ ვასიფი

წყარო:http://tribune.com.pk/story/142952/violence-against-women-victims-raped-once-violated-twice/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"