ქალთა მიმართ ძალადობის ევროპულ კონვენციაში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსექსუალი ქალების საკითხიც შევა
08 04 2011

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებით, 2011 წლის 6 აპრილს მიღებულ იქნა ახალი კონვენცია ქალებზე ძალადობის შესახებ.

ის, რომ ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი ქალები გენდერული ძალადობისადმი მოწყველადი ჯგუფია ევროსაბჭოსა და გაეროს მიერ უკვე იქნა აღიარებული, ამგვარად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი კონვენციის ანტიდისკრიმინაციულმა მუხლმა ეს ქალები განურჩევლად დაიცვას და უყურადღებოთ არ დატოვოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე წარმოშობილი ძალადობა.

ILGA-Europe-მ, რომელიც დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა კომიტეტში, რომელმაც კონვენცია მოამზადა, ხაზი გაუსვა კონვენციაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხის ჩართვის საჭიროებას. დისკრიმინაციის ამ საფუძვლების კონვენციაში შეყვანას უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს კონვენცია პირველი იურიდიული ძალის მატარებელი საერთაშორისო საბუთია, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს ფარავს. ამასთან ერთად, ამგვარი ჩართვა იმის ნიშანია, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებები უნივერსალურ ადამიანის უფლებათა შემადგენელი ნაწილია.

კონვენცია ხელმოსაწერად მზად იქნება მაისში და ძალაში შევა 10 წევრი ქვეყნის მხრიდან რატიფიცირების შემდეგ.

წყარო:http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/european_convention_on_violence_against_women_to_include_protection_for_lesbian_bisexual_and_trans_women

Announcement by the Council of Europe Text of the Convention on preventing and combatting violence against women and domestic violence ILGA-Europe submission to the Council of Europe Ad Hoc Committee on Preventing and Combating Violence Against Women and Domestic Violence


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის