ლიტვური პარლამენტს შესწორებები შეაქვს”გეი პროპაგანდის” საწინააღმდეგო კანონში
13 04 2011

ლიტვური პარლამენტის საკანონმდებლო საქმეთა კომიტეტის წევრთა უმეტესობამ ხმა მისცა ” ჰომოსექსუალური ურთიერთობების საჯარო პროპაგანდის” საწინააღმდეგოდ მიღებული შესწორების ”გაუმჯობესებას”. შესწორების ავტორს, პარლამენტის წევრ, პეტრას გრაჟულისს განუსაზღვრელ ვადაში დაევალა ახალი შესწორების მოფიქრება, რომელიც ისევ პარლამენტს უნდა წარედგინოს განსახილველად.

ეროვნული ლგბტ ადვოკატირების ასოციაციის LGL-ის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სიმონკომ განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ლიტვურ საკანონმდებლო სისტემაში გამეფებულ ინსტიტუციონალურ ჰომოფობიაზე მიგვითითებს. სიმონკო ასევე მოუწოდებს ლისაბონის ხელშეკრულების მფარველ ევროკომისიას, ჩაერიოს ლიტვაში მიმდინარე მოვლენებში.

ლიტველი პარლამენტარების ერთმა ჯგუფმა მიმართა ლიტვის კათოლიკური, რუსული მართლმადიდებლური და ევანგელისტური ეკლესიების ხელმძღვანელებს, რათა მათ მოუწოდონ პარლამენტარებს იმ კანონპროექტის დამტკიცებისაკენ, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება და ეხება ”ჰომოსექსუალურ ურთიერთობათა პროპაგანდისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას.

წყარო:http://www.atviri.lt/index.php/news/lithuanian_parliament_to_improve_the_ban_of_gay_propaganda/4305



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი