ლგბტ ისტორია კალიფორნიის სკოლებში
23 04 2011

კანონპროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ისტორიული წვლილის სასკოლო სახელმძღვანელოებში ზედმიწევნითი და სწორი აღწერა, გზას იკვლევს კალიფორნიულ საკანონმდებლო სისტემაში.

48-ე კანონპროექტი სამართლიანი, ზედმიწევნითი და ინკლუზიური განათლების შესახებ, სახელმწიფო სენატორმა, მარკ ლენომ შეიმუშავა.

ამ კანონპროექტის წყალობით ლგბტ თემი მიემატება იმ კულტურულ და ეთნიკურ ჯგუფებს, რომელთა რეპრეზენტირებაც არასაკმარისად ხდება საზოგადოებაში და, რომლებიც უკვე შევიდნენ სახელმწიფოს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებში. კანონპროექტი ასევე კრძალავს სკოლებში და სასკოლო სახელმძღვანელოებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციულ ქმედებებსა და მასალას.

რასაკვირველია, რელიგიური და კონსერვატიული ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის კალიფორნიის კათოლიკური კონფერენცია და კალიფორნიის საოჯახო საბჭო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი მოუწოდებენ საკუთარ წევრებს, კანონის მიღებას წინააღმდეგობა გაუწიონ.

სამართლიანი განათლების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კალიფორნია პირველი შტატი იქნება, რომელიც საჯარო სკოლებში გეი ისტორიის სწავლებას მოითხოვს.

წყარო: http://peoplesworld.org/calif-bill-would-add-lgbt-history-in-public-schools/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"