გეი პრაიდის მოწინააღმდეგეები დააპატიმრეს
21 04 2011

ბელგრადის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „Obraz“-ის ლიდერს, მლადენ ობრადოვიჩს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2010 წლის პრაიდის მსვლელობისას მოწყობილი არეულობისთვის.

მის მეუღლე ელენას, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კრსტა მილოვანოვიჩსა და დამირ გრბიჩს წელიწადნახევრიანი პატიმრობა ელით.

დანარჩენმა 13-მა ბრალდებულმა რვიდან წელიწადნახევრამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ მინიმალური ზომა შეუფარდეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 12 წელია.

ობრადოვიჩსა და მის 13 თანამოაზრეს ბრალი ედებათ ჯგუფის შექმნაში, რომელიც პასუხისმგებელია ბელგრადის ქუჩებში არეულობის მოწყობაზე.

პროკურორის აზრით, ადვოკატის განცხადება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულები მართლმადიდებლობას იცავდნენ, მიუღებელია და რომ მათი ქმედება დისკრიმინაცია და ხულიგნობაა.

ზემოხსენებული არეულობების დროს 147 პოლიციის ოფიცერი და 25 ხულიგანი დაშავდა, ხოლო ქალაქისთვის მიყენებული ზიანი რამდენიმე ათას ევროდ ფასდება. 249 ადამიანი იქნა დაკავებული, მათ შორის – 54 არასრულწლოვანი.

წყარო:http://www.b92.net/eng/news/crimes-article.php?yyyy=2011&mm=04&dd=20&nav_id=73911



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება