მოსკოვში პრაიდის ჩატარების უფლება მიიღეს
27 04 2011

Interfax-Religion-ის ცნობით, მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა პირველად განაცხადეს თანხმობა ქალაქში პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით. აქამდე ისინი ებრძოდნენ რუსეთის დედაქალაქში პრაიდისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ყოველგვარ მცდელობას და მათ სანქცირებაზეც უარს აცხადებდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, მეექვსე პრაიდის ჩატარების უფლება მათ ქალაქის მთავრობამ სამშაბათს მისცა.

ორგანიზატორებმა მოსკოვის მთავრობასა და საგზაო პოლიციას, გეი პრაიდის ჩატარების გეგმა 12 აპრილს წარუდგინეს.

ღონისძიება სახელწოდებით ”მოსკოვის გეი პრაიდი: ჰომოსექსუალობა მსოფლიოს ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში” 28 მაისს ჩატარდება.

მოსკოვში გეი პრაიდის აკრძალვების სერია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო და სასამართლო გარჩევის საგანი გახდა.

2010 წლის ოქტომბერში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა ალექსეევი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი, და აღიარა, რომ მოსკოვის პრაიდის აკრძალვით 2006-2008 წლებში დაირღვა ევროპული კონვენციის სამი მუხლი: შეკრების თავისუფლება, უფლება არ იყო დისკრიმინირებული სექსუალური ორიენტაციის გამო და ეფექტური იურიდიული დახმარების უფლება.

ზემოხსენებული ღონისძიების მიზნად ორგანიზატორები ასახელებენ ობიექტური ინფორმაციის გაცემას ჰომოსექსუალობის ისტორიასთან დაკავშირებით, ლგბტ კულტურული მოღვაწეების წვლილის აღწერას და ტოლერანტობის გავრცელებას საზოგადოებაში.

წყარო:http://www.care2.com/causes/civil-rights/blog/moscow-oks-gay-pride-parade-for-the-first-time/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება