ლგბტ კინო ფესტივალის ტრადიცია გრძელდება
03 05 2011
ბოსტონის დამოუკიდებელ კინოფესტივალს აგრძელებს ბოსტონის ლესბოსური, გეი, ბისექსუალული და ტრანსგენდერული კინოს ფესტივალი. ფესტივალი უკვე 27 წელი ტარდება და წარმოადგენს პროგრამას, რომელიც რამდენიმე ათეული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმისაგან შედგება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი ისეთ ფილმებს წარმოგვიდგენს, რომელიც მაყურებელს რაღაც მნიშვნელოვანს ეუბნება. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ფესტივალზე წარდგენილი ფილმები განსხვავებულობის სიამაყით გამოირჩევა ისევე, როგორც იკონოკლასტიკითა და ტრანსგრესიულობით.
წარდგენილ ფილმებს შორისაა გერმანელი რეჟისორის დენის განსელის We are the Night”, ლილი სქრაუტის აიერსის დოკუმენტალური ფილმი ” Last Fast Ride: The Life, Love and Death of a Punk Goddess” და რაშად ერნესტო გრინის – “Gun Hill Road”.
დაწვრილებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:
წყარო:http://thephoenix.com/Boston/movies/120073-lgbt-film-festival-maintains-a-proud-tradition/
ფოტო

ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"

ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება