ლგბტ ახალგაზრდების გამოსასწორებელი ბანაკები მალაიზიაში
03 05 2011

მალაიზიის მთავრობისადმი გამოქვეყნებულ წერილში, გეი და ლესბოსელი ადამიანების უფლებათა საერთაშორისო კომისია (IGLHRC), მოუწოდებს შეჩერებულ იქნას ზოგიერთი სასწავლო დაწესებულების მიერ წამოწყებული პრაქტიკა, რომელიც აიძულებს მამრობითი სქესის სტუდენტებს - მათ შორის, ზოგს 12 წლის ასაკში - ”სამკურნალო” პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა იმის გამო, რომ ისინი თითქოს არ შეესაბამებიან მასკულინობის სტერეოტიპულ მოლოდინს.

ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი, რომელიც წერილშია მითითებული, ეხება 66 ბიჭს, (რომელთა ასაკიც 12-17 წლებს შორის მერყეობს), რომელიც მასწავლებლებმა გააგზავნეს მალაიზიის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ბესუთის ბანაკში ”სამკურნალო” მიზნით. ბრძანება გაიცა ტერენგგანუს განათლების დეპარტამენტის მიერ.

ბესუთის ბანაკი, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი შემთხვევა. IGLHRC-მა აღნიშნა, რომ მიღებული ანგარიშებიდან გამოიკვეთა კიდევ სამი მსგავსი ”გამოსასწორებელი” ბანაკის არსებობა.

IGLHRC-სთვის ასევე ცნობილია, რომ ტერენგგანუში იგეგმებოდა ” mak nyah ” (ტრანსვესტიტები) ადამიანებისათვის ”სარეაბილიტაციო” ცენტრის გახსნა.

ბესუტის ბანაკის არსებობა არღვევს მალაიზიის კანონს, რომელიც 2001 წლის The Child Act-ის ფარგლებში აცხადებს, რომ ”ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული და მიიღოს დახმარება ნებისმიერ გარემოებაში მისი ნებისმიერი სახის განსხვავებულობის მიუხედავად, იქნება ეს, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, სოციალური წარმომავლობა, ფიზიკური, მენტალური ან ემოციური უნარშეზღუდულობა თუ რაიმე სახის სხვა სტატუსი.”

წყარო:http://sdgln.com/news/2011/05/03/malaysian-authorities-stop-camps-violate-rights-lgbt-youth



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია