პირველი ლგბტ აქცია ძალადობის წინააღმდეგ
27 03 2009

2009 წლის 22 თებერვალს ორასამდე ადამიანმა მოიყარა თავი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, “სოდეკოს მოედანზე” ჰომოსექსუალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის გაამოსახატად,- იტყობინება სააგენტო როიტერი.

“აქცია ძალადობის წინააღმდეგ” ზოგადად უმცირესობების და, მათ შორის, ლგბტ ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციას აპროტესტებდა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ადგილობრივი ლგბტიქ (LGBTIQ) ორგანიზაცია “ჰელემი”. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ადამიანის უფლებათა და კერძოდ, ლგბტ უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციები და ჯგუფები. მათ შორის, “მიიმი” (ლესბოსელ, ბისექსუალ, “ქუიარ” ქალთა და ტრანსგენდერ ადამიანთა ლიბანური ჯგუფი), “ფემინისტური კოლექტივი”, “კაფა” (ქალთა ორგანიზაცია), “სიდკი”, “მასსარი”, “ალეფი”, “ტაიმატ”,HRW -ისა (Human Rights Watch – ლიბანში) და “სოციალური მოძრაობა”. პროტესტანტებს სხვა მოქალაქეებიც შეურთდნენ, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ძალადობას გმობენ.

“სექსუალური ორიენტაცია კი არ არის ავადმყოფობა, არამედ - ძალადობაა” – ტრანსპარანტიდან (არაბულ ენაზე).

დემონსტრაცია პირდაპირი პასუხი გახლდათ აშრაფიში, აქციამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მომხდარ ძალადობის ფაქტზე, როდესაც “სასინის მოედანზე” რამდენიმე თავდამსხმელმა ორი მამაკაცი უმოწყალოდ სცემა, მას შემდეგ, რაც მათ ერთ-ერთ მშენებარე შენობაში ინტიმურ გარემოში “წაასწრეს”, იუწყება - www.nowlebanon.com. მოძალადეთა ვინაობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა; ფრანგულენოვანი გაზეთ L’Orient Le Jour - ის მიხედვით, ისინი დაცვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, მაშინ, როცა “ჰელემი” და სხვა წყაროები – სამოქალაქო პირებზე მიუთითებენ.

დემონსტრაციაზე უამრავ ტრანსპარანტს შორის ნახავდით ლიბანის სისხლის სამართლის კოდექსის 534-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნასაც, რომელიც ერთწლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “არაბუნებრივი” სექსუალური კავშირისათვის. აქციაზე მრავლად იყო ლოზუნგები: “ადამიანის სექსუალობა – მრავალფეროვანია”, “ფემინისტები ძალადობის წინააღმდეგ”, “შეწყვიტეთ ომი – ქალების სხეულებზე” და ა. შ.

აქცია იმითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ იგი არაბულ სამყაროსა და ლიბანში ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი საპროტესტო დემონსტრაციაა.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება