სკანდალი ხორვატიის საფეხბურთო ფედერაციაში
09 05 2011

ხორვატიის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებმა ეროვნულ ნაკრებში არ უნდა ითამაშონ, რადგან მხოლოდ ”ჯანმრთელი ადამიანები” თამაშობენ ფეხბურთს, სასამართლომ დისკრიმინაციის ბრალდება მოუხსნა.

ლგბტ თანასწორობისა და მშვიდობის კვლევათა ცენტრმა 74 წლის ვლატკო მარკოვიჩს სასამართლოში უჩივლა, თუმცა, როგორც „Croatian Times“ იუწყება, ზაგრების საოლქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ფედერაციისა და მარკოვიჩისთვის სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის გამო ჩივილის საფუძველი არ არსებობს.

გეი უფლებების დამცველმა ჯგუფმა დაგმო ვერდიქტი და განაცხადა, რომ იგი ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონები არ ხორციელდება. ისინი სარჩელს სააპელაციო სასამართლოში შეიტანენ. ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელმა მარკო იურჩიჩმა განაცხადა, რომ პრობლემა ძალიან ღრმა არის, რადგან ვლატკო მარკოვიჩი ხორვატიის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელია, სპორტი კი, შესაბამისი კანონის მიხედვით, თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისათვის გენდერის, რასის, რელიგიისა ან სექსუალური ორიენტაციის და მიუხედავად.

მარკოვიჩი, რომელიც ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში 1998 წლიდან დგას, იძულებული იყო თავისი კომენტარებისათვის ბოდიში მოეხადა.

წყარო:http://lezgetreal.com/2011/05/outrage-caused-by-president-of-croatian-football-federation/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი