„ამულეტის“ სერვის–ცენტრის გახსნა
03 06 2011

2 ივნისს, ხუთშაბათს, შედგა საზოგადოებრივ ასოციაცია ”ამულეტთან” არსებული სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნა. ოფისის ეზო, საზეიმო განწყობის შესაქმნელად ბუშტებით იქნა მორთული. ”ამულეტის” თანამშრომლები შეეცადნენ სტუმრებისათვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

სტუმრებს დაათვალიერებინეს ოფისი, ხოლო თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში პასუხობდნენ მათ შეკითხვებს. სტუმრებთან გასაუბრება შეიძლებოდა, როგორც ოფისში ასევე ძალიან მყუდროდ და კომფორტულად მოწყობილ ბაღში. სტუმრებს წარუდგინეს ”ამულეტის” მოღვაწეობა და პრეზენტაციის დროს გაერთიანების დირექტორმა, ვ. რაგოზამ განაცხადა, რომ გაწეულია დიდი შრომა და, ბოლოს და ბოლოს, გაიხსნა სერვის ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ”ამულეტი” უკვე შეძლებს დაეხმაროს არა მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ალმატიდან და ყაზახეთიდან, არამედ ლგბტ აქტივისტებს მთელი ცენტრალური აზიიდან.

გარდა ამისა, ვ. რაგოზამ ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი გაერთიანების ახალ შესაძლებლობებს, მაგალითად ახალ სატრეინინგო დარბაზს, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციას, სადისკუსიო კლუბს, სპორტულ ღონისძიებებს და ახალი ოფისის შესაძლებლობას ერთბაშად მიიღოს უფრო მეტი სტუმარი. პარასკევს, 3 ივნისს, ”ამულეტი” გეგმავს აქციას ღამის კლუბში, რითიც აგრძელებს სერვის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ ზეიმს.

საზოგადოებრივი აოსციაცია ”ამულეტი” მდებარეობს მისამართზე, კაბანბაი ბათირის ქუჩა #8, ქ. ალმაატა

ტელეფონის ნომერი: 8 (727)291 20 18

წყარო: ასოციაცია „ამულეტი“



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება