პორტია დე როსი მემუარების დაწერას აპირებს
20 06 2009

www.observer.com –ის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი და ყოფილი მოდელი, ელენ დეჯენერესის მეუღლე პორტია დე როსი მემუარებზე მუშაობს.

“ვილიამ მორისის სააგენტოს” (William Morris Agency) ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო პორტიასგან რედაქტორებისთვის წინადადებებისა და ნაწერის ნიმუშის გაგზავნა, რომელიც გამწვავებულ ანორექსიასთან ავტორის ფართოდ გახმაურებულ ბრძოლას აღწერს პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სერიალის “მოკავშირე მაკბილის” (Ally McBeal) გადაღებების დროს.

პორტიას მემუარები მისი საინტერესო ბავშვობით დაიწყება, როცა ის ჯერ კიდევ ავსტრალიელი ამანდა ლი როჯერსი იყო. ასევე, მასში მოთხრობილი იქნება დე როსის პირველი ქორწინების შესახებ დოკუმენტალისტ მელ მეტკალფთან და იმ წინააღდეგობაზე, რისი გადალახვაც პორტიას მისი სექსუალობის საკუთარ თავთან შეთანხმებისთვის მოუხდა - ეცხოვრა როგორც ლესბოსელს.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა