ლგბტ მკვლელობა პუერტო–რიკოში
10 06 2011

პუერტო–რიკოელი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ბოლო ხნის მანძილზე მომხდარი მკვლელობები, რომლებმაც 18 ლგბტ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოძიონ, როგორც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.

პუერტო–რიკოს გეი უფლებების დამცველი ჯგუფის ”პუერტო–რიკო ყველასათვის” დამფუძნებელმა, პედრო ხულიო სერანომ, Associated Press-ს განუცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ლგბტ ადამიანებზე ნადირობის სეზონი იყოს გახსნილი.

ბოლო წლების მანძილზე, პუერტო–რიკოელი ლგბტ ადამიანები მრავალრიცხოვანი დანაშაულის, მათ შორის მკვლელობის მსხვერპლნი გამხდარან. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა ეხება ახალგაზრდა გეი მამაკაცს – ხორხე სტივენ ლოპეს მერკადოს, რომლის დანაწევრებული სხეულიც 2009 წელს გზის პირას იპოვეს.

გასულ წელს, ვინმე ხუან ხოსე მარტინეს მატოსმა აღიარა დანაშაული და მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წყარო:http://www.advocate.com/News/Daily_News/2011/06/10/Activists_Want_Answers_on_LGBT_Murders_in_Puerto_Rico/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია