გაეროს ისტორიული რეზოლუცია
17 06 2011
ჟენევაში გამართულ კენჭისყრაში 23 ქვეყანა მონაწილებოდა და რეზოლუცია მიღებულ იქნა 19 ხმით, 3-ის წინააღმდეგ.
ეს ისტორიული რეზოლუცია, რომელიც გაეროში სამხრეთ აფრიკამ წარადგინა, ხაზს უსვამს ადამაინის უფლებათა უნივერსალობას და გამოთქვამს წუხილს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის აქტების შესახებ. რეზოლუცია მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მოამზადოს კვლევა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ, ასევე, განხილვის მოწყობას, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭოში გაიმართება და გამჭვირვალედ განიხილავს ზემოხსენებული კვლევის შედეგებს.
წყარო: http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/un_resolution
ფოტო

გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის

"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი

ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"

"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან