პეტერბურგის პოლიციამ 14 გეი აქტივისტი დააკავა
25 06 2011

პეტერბურგში დემონსტრაციის გამართვის მცდელობის შედეგად, რუსულმა პოლიციამ თოთხმეტამდე ლგბტ აქტივისტი დააკავა.

თვითმხილველთა თქმით, უცნობი პირები ლგბტ დემონსტრანტებს თავს დაესხნენ და მათთვის ბანერების წართმევა სცადეს.

ნიკოლაი ალექსეევი, ვებ–გვერდ „GayRussia“-ს დამფუძნებელი, რომელიც დაკავებულთა შორის იმყოფება, პოლიციის განყოფილებიდან Twitter-ზე შეტყობინებებს აგზავნის. ერთ-ერთი ახალი შეტყობინება გვამცნობს, რომ ”განყოფილებაში 14 ლგბტ აქტივისტი იმყოფება. 2 ნაცემია. ალექსეი კისილიოვი პოლიციამ სცემა განყოფილებაში, ხოლო ალექსანდრე შერემეტიევი – უცნობმა ჰომოფობმა.”

გასულ თვეს, კრემლთან მოწყობილი აკრძალული პრაიდ მსვლელობისას აფეთქებულ ძალადობაში, მოსკოვის პოლიციამ დააკავა რამდენიმე გამოჩენილი ლგბტ აქტივისტი, მათ შორის ღია გეი ამერიკელი ჯარისკაცი, დენ ჩოი.

გასულ წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვის პრაიდის აკრძალვა 2006, 2007 და 2008 წლებში არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელსაც რუსეთმა ხელი მოაწერა, როგორც ევროსაბჭოს წევრმა. სასამართლომ აიძულა რუსეთი, ორგანიზატორებისათვის ზარალი აენაზღაურებინა.

ერთი თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკრებულომ გასცა ნებართვა პირველი პრაიდის ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი და პოლიციამ გეი უფლებათა აქტივისტები გააფრთხილა, რომ მსვლელობას აუცილებლად დაშლიდნენ.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2011/06/25/russian-police-arrest-gay-campaigners-in-st-petersburg/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება