მარიამ მაჯდის ევინის ციხეშია
04 07 2011

მარიამ მაჯდი, ირანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც თეირანიდან დუსელდორფისკენ მგზავრობისას გაუჩინარდა, თეირანის ცნობილ ევინის ციხეში იმყოფება.

სანდო წყაროების მიხედვით, მარიამ მაჯდი ციხის 2A ფრთაში იმყოფება, რომელსაც ”რევოლუციონერი გუშაგები” აკონტროლებენ. უკვე 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ის უკანასკნელად ესაუბრა ოჯახის წევრებს. ბოლო სატელეფონო საუბრისას, მარიამი ტიროდა და დედას სთხოვდა რამენაირად ციხიდან გამოეხსნა. ჟურნალისტის მეგობრებს და ოჯახს განსაკუთრებით აწუხებთ ის ფაქტი, რომ ის წამლები, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს მისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს. მარიამ მაჯდის წინააღმდეგ არავითარი ოფიციალური ბრალდება არ ყოფილა წაყენებული.

ჟურნალისტი გერმანიაში ორი თვის მანძილზე უნდა დარჩენილიყო და 2011 წლის ქალთა საერთაშორისო საფეხბურთო თასის გათამაშებაში მონაწილე სხვადასხვა საფეხბურთო გუნდი უნდა გადაეღო.

ვარაუდობენ, რომ მარიამ მაჟდის დაპატიმრება დაკავშირებულია მეორე მსგავს შემთხვევასთან. გასულ კვირას თეირანში დააკავეს 37 წლის რეჟისორი, მაჰნაზ მოჰამადი. სამართალდამცავმა ოფიცრებმა, უარი განაცხადეს დაპატიმრების ორდერი ეჩვენებინათ და რეჟისორი ევინის ციხეში წაიყვანეს. სავარაუდოდ ისიც 2A ფრთაში იმყოფება, სადაც ბევრი აქტივისტია დაკავებული.

წყარო:http://www.awid.org/Library/UPDATE-Iran-Maryam-Majd-held-in-ward-2A-of-Evin-prison-concerns-for-her-health



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება