ლგბტ წყვილების მიერ შვილად აყვანა ურუგვაიში
01 09 2009

როგორც Associated Press იუწყება, ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, ურუგვაელმა კანონმდებლებმა გეი და ლესბოსელი წყვილების მიერ შვილად აყვანის შესახებ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.

მიუხედავად რომანული კათოლიკური ეკლესიისა და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან დოკუმენტის ოპონირებისა, საკანონმდებლო ორგანოს 99 წევრიანმა წარმომადგენელთა პალატამ იგი 40 ხმით მიიღო 13-ის წინააღმდეგ.

მეორე ეტაპზე კანონპროექტი სენატის წინაშე წარდგება. ორგანომ დოკუმენტის ადრეულ ვერსიას ჯერ კიდევ ივლისში დაუჭირა მხარი და ამჟამად კენჭი უნდა უყაროს მის სახეცვლილ ვარიანტს.

თუკი კანონპროექტს მიიღებენ, ურუგვაი ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც გეი და ლესბოსელ წყვილებს შვილად აყვანის უფლებას მისცემს



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება