ნიგერიული ორგანიზაცია ლგბტ ადვოკატირებაზე
05 08 2011

ორგანიზაციამ “The Initiative for Equal Rights” (თანაბარი უფლებების ინიციატივა ) გაბედული ნაბიჯი გადადგა და დასავლეთ აფრიკის რეგიონში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ლგბტ უფლებების სფეროში თრენინგების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ორგანიზაციამ ახლახანს გამოაცხადა ლგბტ უფლებების სფეროში უნარების განვითარებაში დაინტერესებული ადამიანების მიღება. ამ ადამიანებს, ასევე უნდა შეეძლოთ ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით შესაბამის ქვეყნებში მუშაობა.

არჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ერთკვირიან თრეინინგს ადამიანის სექსუალობაში, გენდერში, ადვოკატირებასა და ორგანიზაციულ მენეჯმენტში. ამასთან ერთად ისინი ერთწლიან სტაჟირებას გაივლიან დასავლეთ აფრიკაში მოქმედ სხვადასხვა ინგლისურენოვან ლგბტ ორგანიზაციაში.

ეს ინიციატივა „Global Equality Networ“k-ის (გლობალური თანასწორობის ქსელი) პროექტია, რომელსაც კოორდინირებას უწევს „Heartland Alliance for Human needs and Human Rights“ (ჰარტლანდის ალიანსი ადამიანის საჭიროებებსა და უფლებებისთვის).

წყარო:http://www.mask.org.za/nigerian-ngo-steps-in-to-train-lgbt-advocates-in-west-africa/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის