ათ აგვისტოს ჩიკაგოში ლგბტ თემატიკაზე დაწერილი შვიდი ესეს კრებულის “Out in Chicago: LGBT History at the Crossroads” პრეზენტაცია შედგა. 150 გვერდიანი წიგნის გამოცემა ჩიკაგოს ისტორიულ მუზეუმში მიმდინარე გამოფენას დაემთხვა.
წიგნში შესულ ესეებში განხილულია ჩიკაგოს ლგბტ ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის, 1850-1920 წლებში მომხდარი გენდერული ტრანსგრესიები; სოციალური რეფორმისტი ჯეინ ადამსი და ქალების ირგვლივ აწყობილი მისი ცხოვრება; რიჩარდ ნიქსონის გამოძიება ჩიკაგოში კორუპციასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელი შეუწყო ჩიკაგოს ლგბტ თემის გათავისუფლებას; უოლტ უიტმანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება და მოღვაწეობა მამაკაცებთან ემოციურ კავშირებზე ააგო; მეცხრამეტე საუკუნეში არსებული რომანტიკული მეგობრობის ფენომენი. ესეები, ასევე, მოგვითხრობს ჰომოსექსუალებსა და გოსპელ მუსიკაზე, ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე აფრო–ამერიკელი მამაკაცების ცხოვრებაში და იმ ზეგავლენაზე, რომელიც ლათინოამერიკელმა მაცხოვრებლებმა იქონიეს ჩიკაგოს ლგბტ კულტურაზე.
წყარო:http://www.windycitymediagroup.com/gay/lesbian/news/ARTICLE.php?AID=33302



