სინდი ლოპერი თავშესაფარს ხსნის
25 08 2011

პირველ სექტემბერს, სინდი ლოპერი უსახლკარო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის მანჰეტენში თავშესაფარს ხსნის. „The True Colors Residence“, რომელმაც სახელი ლოპერის 1986 წელს გამოშვებული ჰიტის - „True Colors” მიხედვით მიიღო, ჰარლემში, ფრედრიკ დუგლასის ბულვარის მახლობლად იქნება განლაგებული. ეს სახლი მსგავსი ტიპის პირველი საცხოვრებელი დაწესებულება იქნება ქალაქში. იდეა მომღერალმა, მისმა მენეჯერმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „West End Intergenerational Residence“-მა განახორციელეს. „West End Intergenerational Residence“-ი დაკავებულია უსახლკარო ოჯახებისა და მოხუცებისთვის საცხოვრებელი ადგილების უზრუნველყოფით.

ლოპერმა, რომელიც ლგბტ უფლებების დიდი ხნის დამცველია, ამ პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქალაქის უსახლკარო ახალგაზრდების 40% საკუთარ თავს სწორედ ლგბტ თემს აკუთვნებს.

წერილში, რომელიც ლოპერმა პოტენციურ დონორებს გაუგზავნა, მომღერალი აცხადებს, რომ ის ფაქტი, რომ ლგბტ ახალგაზრდები დისკრიმინაციასა და ფიზიკურ ძალადობას აწყდებიან იქ, სადაც დახმარების სათხოვნელად მიდიან, შოკისმომგვრელი და გაუმართლებელია.

„The True Colors Residence“-ი განლაგებულია ახალ შენობაში, რომელიც ენერგოეფექტურია და შედგება სტუდენტური ტიპის 30 ბინისაგან 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. შენობას აქვს ეზო და მაცხოვრებელთა შეკრებისთვის განკუთვნილი შიდა სივრცე. მაცხოვრებლები ქირას მათი შემოსავლის მიხედვით გადაიხდიან და მიიღებენ დახმარებას დასაქმების კუთხით.

წყარო:http://www.rollingstone.com/music/news/cyndi-lauper-opens-shelter-for-homeless-lgbt-youth-20110825



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"