
ლივერპულის სასამართლომ 42 წლის ენტონი რაიანს გეი უფლებათა დამცველის, ბენ სამერსკილის მოკვლის მუქარისთვის რვა თვით თავისუფლების აღკვეთა და თვრამეტი თვის ხანგრძლივობის პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
იანვარში, 42 წლის ენტონი რაიანმა Stonewall-ის ჯგუფს, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ბენ სამერსკილია, მუქარის წერილი გაუგზავნა. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამერსკილმა მხარი დაუჭირა ბრისტოლის საოლქო სასამართლოში მიღებულ დადგენილებას იმის შესახებ, რომ გეი წყვილი - მარტინ ჰოლი და სტივენ პრედი - დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, როცა კორნუოლის მახლობლად მდებარე სასტუმროს ეკლესიურმა ქრისტიანმა უფროსმა, მათ უფლება არ მისცა ოთახი გაეზიარებინათ.
შემთხვევასთან დაკავშირებით სამერსკილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ენტონი რაიანმა Stonewall-ს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ თავს მოვალედ თვლიდა გეი უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ”ტერორის კამპანია” წამოეწყო და დიდი სიამოვნებით ესროდა შუბლში ტყვიას სამერსკილსა და ნებისმიერ გეის, რომელსაც გადააწყდებოდა.
Stonewall-მა ფაქტი პოლიციას შეატყობინა და რაიანი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მომდევნო ერთი წლის მანძილზე ენტონი რაიანი პირობით სასჯელს მოიხდის საზოგადოებრივი სამუშაოების სახით.
წყარო:http://www.guardian.co.uk/world/2011/sep/08/threatened-gay-rights-campaigner-sentence



