ირანელი ლგბტ თემი: ”ჩვენ ყველგან ვართ!”
13 09 2011

ირანის ლგბტ თემმა Facebook-ზე გვერდი შექმნა, სახელწოდებით ”ჩვენ ყველგან ვართ”. გვერდი ირანში მოქმედ იმ კანონს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება.

ჯგუფის წევრები ზემოაღნიშნულ გვერდზე აუდიო და ვიდეო მასალას აქვეყნებენ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ გამოცდილებასა და დისკრიმინაციის ფაქტებს უზიარებენ საზოგადოებას. ვიდეო რგოლებში აქტივისტების სახე დაფარულია, რათა მათი ამოცნობა არ მოხდეს.

გვერდს ამჟამად 2,500 მუდმივი მნახველი ჰყავს და შეტყობინებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მისდის.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა 2007 წელს განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები ირანში არ არსებობენ. თუმცა, მოგვიანებით, როცა პრეზიდენტს მოუწია საკუთარ ქვეყანაში ლგბტ ადამიანების არსებობის აღიარება, მან დასძინა, რომ ჰომოსექსუალობა უცხოეთიდან შემოვიდა.

წყარო: http://sapphica.co.uk/content/newsFull.asp?SANID=436



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი