ბარაკ ობამამ ახალ კანონპროექტს მოაწერა ხელი
02 11 2009

როგორც www.cnn.com იუწყება, ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ “მეთიუ შეპარდისა და ჯეიმს ბირდ უმცროსის სახელობის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების პრევენციული აქტის” კანონპროექტს მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტი კანონის სახით შევა ძალაში. ამით, შესაბამის ფედერალურ კანონმდებლობაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების საფუძვლად სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ჩართვასთან დაკავშირებული დებატები, რომელიც 10 ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.

ახალი კანონმდებლობა ამ ტიპის კრიმინალის საფუძვლად გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გარდა, პირველად განიხილავს შეზღუდულ შესაძლებლობებსაც.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2007 წელს ა.შ.შ.-ში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი 7624 დანაშაულიდან ნახევარზე მეტი შემთხვევა რასობრივი კუთვნილებით იყო მოტივირებული, ხოლო 17% - სექსუალური ორიენტაციით.

აღნიშნული ტიპის დანაშაულზე 2008 წლის მონაცემები ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული არ არის. წინა წლების დაწვრილებითი სტატისტიკა კი შეგიძლიათ იხილოთ შეერთებული შტატების “გამოძიების ფედერალური ბიუროს” (Federal Bureau of Investigation - FBI) ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.FBI.gov და ასევე – www.gaylife.about.com-ზე.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა