დანიას პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
16 09 2011

დანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ქვეყანას ახალი მთავრობა და ქალი პრემიერ მინისტრი ჰყავს. ამ არჩევნებმა წერტილი დაუსვა ცენტრალური მემარჯვენე ბლოკის ათწლიან მმართველობას.

2001 წლიდან დანიის მთავრობას ლიბერალებისა და კონსერვატორებისაგან შემდგარი ცენტრალური მემარჯვენე ბლოკი მართავდა, რომელსაც ამჟამად სამთავრობო ოფისის დაცლა მოუწევს ოპოზიციისა და მისი ლიდერის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ჰელე თორნინგ-შმიტის სასარგებლოდ.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, თორნინგ-შმიტმა განაცხადა, რომ დანიას ეკონომიკის გამოცოცხლება სურს ინფრასტრუქტურასა და განათლების სექტორში ინვესტირებით.

ახალი პრემიერ-მინისტრის ორი წინამორბედი - ანკერ იურგენსენი და პოულ ნირუპ რასმუსენი მიესალმნენ სოციალ-დემოკრატების დაბრუნებას მთავრობაში თორნინგ-შმიტის ხელმძღვანელობით., ხოლო სოციალ-ლიბერალების მეთაურმა, მარგარეტე ვესტაგერმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები პარტიებს შორის თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

დანიური სახალხო პარტიის ლიდერმა, პია შერშგაარდმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მისი პარტია თავს აუცილებლად ძლიერ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩენს. სახალხო პარტიამ, რომელიც ყოფილი მთავრობის გარე მხარდამჭერი იყო, დიდი გავლენა მოახდინა ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკაზე.

წყარო:http://www.monstersandcritics.com/news/europe/news/article_1663258.php/Denmark-votes-new-government-first-woman-leader



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი