ტუნისი ქალთა უფლებების საკითხში მოწინავე პოზიციას იკავებს
15 09 2011

გასულ დეკემბერს, ტუნისელები საკუთარ დიქტატორს აღუდგნენ, რითაც ისეთი პოლიტიკური ძვრა გამოიწვიეს, რომლის ბიძგებიც მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში იგრძნობოდა. ახლახანს ტუნისმა თავი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხშიც გამოიჩინა.

ტუნისი, თავის რეგიონში, პირველი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა ყველა იმ დათქმაზე, რომლითაც მანამდე Cedaw (საერთაშორისო კონვენცია ქალთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ) ჰქონდა მიღებული.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ეწინააღმდეგება ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებათა კონვენციების ბოროტად გამოყენების ხანგრძლივ ისტორიას მჩაგვრელი რეჟიმის მხრიდან, რომლებიც კონვენციებს მხოლოდ საერთაშორისო პატივისცემის მოსაპოვებლად უერთდებოდნენ, შემდგომში კი, უარს ამბობდნენ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე.

საუდის არაბეთი, ალბათ, ყველაზე უკიდურესი შემთხვევაა "ისლამური კანონების" გამოყენებით ადამიანის უფლებათა კონვენციების უგულვებელყოფის მხრივ. თუმცა, სხვა არაბულმა ქვეყნებმაც, როგორიცაა ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, მავრიტანია, მოროკო, ომანი, სირია და არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ასევე შარიათის კანონიდან გამომდინარე, დათქმებით მიიღეს Cedaw.

მიუხედავად იმისა, რომ ტუნისის ყოფილი პოლიტიკური რეჟიმი მოქალაქეებს ართმევდა პოლიტიკურ უფლებებს, ქვეყნის ისტორია ქალთა უფლებების კუთხით შედარებით კარგად გამოიყურება, ამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ტუნისი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1980 წელს Cedaw-ს რატიფიცირება მოახდინა. ამ პერიოდში ქვეყნის პარლამენტართა 20%-ს ქალები შეადგენდნენ. მიუხედავად ამისა, ტუნისმა კონვენციის მიღება მხოლოდ გარკვეული დათქმებით შეძლო. დათქმები, რომლებიც უმეტესწილად ოჯახში ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობას უკავშირდება, კონვენციის შემდეგ მუხლებს ეხებოდა:

- შვილისათვის ეროვნების გადაცემის თანაბარი უფლება;

- თანაბარი პასუხისმგებლობა ქორწინებასა და განქორწინებაში;

- თანასწორი უფლებები მეურვეობასა და შვილად აყვანის შემთხვევაში;

- თანასწორი პირადი ცოლქმრული უფლებები, გვარის, პროფესიისა და დასაქმების არჩევანის ჩათვლით;

- თანასწორი ქონებრივი უფლებები.

ტუნისის გადაწყვეტილება უარი თქვას ზემოხსენებულ დათქმებზე, განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორებებისაკენ, როგორც კი ახალი პარლამენტი იქნება არჩეული.

წყარო:http://awid.org/News-Analysis/Women-s-Rights-in-the-News2/Tunisia-is-leading-the-way-on-women-s-rights-in-the-Middle-East



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება