საფრანგეთის სასამართლომ ორ მუსლიმი ქალი დააჯარიმა
24 09 2011

32 წლის ჰინდ აჰმასისა და 36 წლის ნაჟათ ნაიტალის საქმე სასამართლოს გადაეცა მას შემდეგ, რაც მაისში ნიქაბებში გამოწყობილმა ქალებმა მიუს მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლა სცადეს მერისთვის გამზადებული დაბადების დღის ტორტით. მიუ პარიზის გარეუბანია და მის მერს, ჟან ფრანსუა კოპეს, დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთის პარლამენტში ”ბურქის აკრძალვის” გატანაში. კოპე, ასევე პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელია.

23 სექტემბერს, ჰინდ აჰმასს 120 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, რის შემდეგაც მან დაიფიცა, რომ საქმეს ადამაინის უფლებათა ევროპის სასამართლომდე მიიტადა. ნაიტალის 80 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, თუმცა სასამართლო პროცესსზე იგი არ დაუშვეს, რადგან მან ნიქაბის მოხსნაზე უარი განაცხადა.

აჰმასის განცხადებით, მომხდარი ეწინააღმდეგება ევროპის კანონებს. მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანი არა ჯარიმის ოდენობაა, არამედ პრინციპი, რადგანაც მიუღებელია ქალების გასამართლება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ სარწმუნოებას.

საფრანგეთში მოქმედი ე.წ. ”ბურქის აკრძალვა” ერთ-ერთი იმ ზომათაგანია, რომელიც გასულ წელს ევროპამ მიიღო ისეთი სამოსის ასაკრძალად, რომელიც სახეს ფარავს. ეს საკამათო კანონი, რომელსაც საფრანგეთის მუსლიმმა მოსახლეობამ დისკრიმინაციული უწოდა, ძალაში 2011 წლის აპრილში შევიდა. მართალია, ზემოხსენებული კანონის დარღვევისთვის უკვე ბევრი ქალი დააჯარიმეს, აჰმასი და ნაიტალი პირველები არიან, ვინც ამას სასამართლოს წინაშე აპროტესტებენ.

წყარო: http://www.islamtimes.org/vdcaown6e49nwa1.tgk4.html



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია