ჰონდურასის ლგბტ ჯგუფების განცხადებით, 2010 წლის იანვრიდან მოყოლებული ქვეყანაში ლგბტ თემის 54 წევრი იქნა მოკლული პოლიციას კი ერთი დამნაშავეც კი არ დაუკავებია და არ გადაუცია სასამართლოსთვის.
2011 წლის დასაწყისში, ლგბტ თემის წარმომადგენლები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა მინისტრს ანა პინედას, რათა განეხილათ არსებული პრობლემები და წარედგინათ პროექტი, სახელწოდებით ”საჯარო უსაფრთხოების შექმნის ინიციატივა ტეგუსიგალპას სექსუალურ უმცირესობებში”. ამ პროექტით აქტივისტები ითხოვენ, რომ მოხდეს ზემოხსენებული გაუხსნელი მკვლელობების გამოძიება და სათანადო რეაგირება.
მინისტრმა პინედამ განაცხადა, რომ ჰომოფობიური ქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში დასაძრახია, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმდება, როდესაც ამ ქმედებების უკან სახელმწიფო სამსახურში მდგომი ადამიანები დგანან.
2009 წელს ჰონდურასში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ლგბტ ჯგუფებმა მზარდ ძალადობრივ დევნაზე დაიწყეს საუბარი. ბევრი მათგანი ქვეყნიდან გაიქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფუნდამენტალისტური რელიგიური ჯგუფები, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ გადატრიალების უკან მდგომ იმ ელიტაზე, ღიად აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.
თუმცა, ლგბტ ადამიანების მდგომარეობა ჰონდურასში სახარბიელო არც გადატრიალებამდე ყოფილა. 2009 წლის მაისში, სახელმწიფო გადატრიალებამდე ერთი თვით ადრე „Human Rights Watch“-მა განაცხადა, რომ ჰონდურასის პოლიცია სისტემატიურად ჩაგრავდა ლგბტ მოქალაქეებს.
წყარო: http://www.care2.com/causes/in-honduras-lgbt-protest-unsolved-murders.html