გოგონების რაოდენობა ინდოეთში კვლავ დაბლა იწევს
30 09 2011

„Census“-ის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, ინდოეთში ბავშვების სქესთა შეფარდების მაჩვენებელი წარმოადგენს 914 გოგონას 1,000 ბიჭზე. ეს გახლავთ დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ საზოგადოებაში უპირატესობას კვლავაც მამრობითი სქესი ინარჩუნებს.

სელექციური აბორტის შეჩერებისაკენ მიმართული კანონებისა და ოჯახებისათვის გოგონების შენარჩუნება-გაზრდაში ხელშეწყობისათვის შემუშავებული სქემების მიუხედავად, მაჩვენებელი 2001 წლის შემდეგ 927 გოგოდან 914-ზე ჩამოვიდა, რაც უაღრესად პრობლემატურ საკითხად შეაფასა „Census“-ის რწმუნებულმა ს. ჩანდრამაული.

მიუხედავად ზემოთმოყვანილი მონაცემებისა, მზარდი მაჩვენებელი (0-6 წლის ბავშვებში) შეინიშნება ფანჯაბში, ჰარიანაში, ჰიმჩალ პრადეშში, გუჯარათში, თამილ ნადუში, მიზორამის, ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე. დანარჩენ 27 შტატსა და ოლქების ტერიტორიაზე ბავშვების სქესთა მიმართების მაჩვენებელი 2001 წლის „Census“-ის მონაცემებთან შედარებით დაბლა იწევს.

წყარო:http://articles.economictimes.indiatimes.com/2011-03-31/news/29365989_1_ratio-males-girl-child



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება