ნობელის მშვიდობის პრემიას სამი ქალი გაინაწილებს
08 10 2011

2011 წლის ნობელის მშვიდობის პრემია, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლისთვის, სამ ქალ აქტივისტს გადაეცა.

” ქალთა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების პროცესში სრული მონაწილეობისათვის არაძალადობრივი ბრძოლისათვის” ნობელის პრემიის კომიტეტი ოსლოში, მშვიდობის პრემიას გადასცემს ლიბერიის პრეზიდენტ ელენ ჯონსონ სირლიფს, ლიბერიელ აქტივისტსა და მშვიდობისმყოფელს, ლეიმა გბოვეეს და იემენელ აქტივისტს - თავაქულ კარმანს.

კომიტეტის განცხადებით, მსოფლიო ვერ მიაღწევს დემოკრატიასა და მშვიდობას თუკი ქალებს და მამაკაცებს თანაბარი შესაძლებლობა არ ექნებათ გავლენა მოახდინონ საზოგადოების განვითარებაზე სხვადასხვა სფეროში.

სამი ნობელიანტი ქალბატონი 1,5 მილიონი აშშ. დოლარის ოდენობის პრემიას გაიყოფს.

სირლიფი პირველი და ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული ქალი სახელმწიფოს მეთაურია აფრიკაში. 2006 წელს მან დაარსა Truth and Reconciliation Commission, რომელმაც ლიბერიაში 20 წლიანი სამოქალაქო ომი და ადამიანის უფლებათა დარღვევები გამოიძია. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური განწმენდა იყო ძალადობისაგან დანაწევრებული ქვეყნისათვის.

გბოვეე, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ლიბერიაში მშვიდობის დამყარებაში. როგორც ორგანიზაცია Women of Liberia Mass Action for Peace-ის დამფუძნებელი, იგი გახდა იმ არაძალადობრივი ძალის ნაწილი, რომელიც სამოქალაქო ომს დაუპირისპირდა.

კარმანი იემენელი ადამიანის უფლებათა აქტივისტი და პოლიტიკოსია. მის ქვეყანაში ამჟამად ძალას იკრებს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოძრაობა. კარმანი ორგანიზებას უწევდა სტუდენტების საპროტესტო აქციებს, დედაქალაქ სანააში, რის შედეგადაც იგი დააპატიმრეს. თუმცა გათავისუფლების შემდეგ მან კვლავ განაახლა რეჟიმთან არაძალადობრივი ბრძოლა.

”მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე,” განუცხადა კარმანმა The Associated Press-ს. ” მე მას გადავცემ იემენის რევოლუციონერ ახალგაზრდებსა და იემენელ ხალხს.

დღემდე გაცემული 776 მშვიდობის ნობელის ჯილდოდან ქალებმა მხოლოდ 40 მიიღეს. სამი ქალის მიერ ერთი ჯილდოს განაწილების პრეცედენტი ნობელის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა, თუმცა 1976 წელს ორმა ქალმა - ბეტი უილიამსმა და მაირიდ კორიგანმა, რომლებმაც ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოძრაობა დაარსეს - ასევე ერთად მიიღეს ნობელის მშვიდობის პრემია.

ნობელის პირველი ქალი ლაურეატი ბერტა ფონ სუტნერი გახლდათ, რომელმაც 1905 წელს მოიპოვა ჯილდო წიგნისათვის ”დატოვეთ იარაღი”. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ნობელის მშვიდობის ჯილდო დღეს არსებობს. გასულ პარასკევამდე, უკანასკნელი ქალი, რომელმაც ნობელის მშვიდობის ჯილდო მიიღო, 2004 წელს დაჯილდოვებული კენიელი - ვანგარი მუტა მათჰაი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემიის კომიტეტი გამარჯვებულთა გამოცხადების წუთამდე მათ ვინაობას საიდუმლოდ ინახავს, წელს ბევრი ვარაუდი გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ გამარჯვებული ”არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნებოდა (კარმანიც მათ შორისაა).

ზოგიერთი მედია საშუალება გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ჯილდო შეიძლებოდა სოციალური მედიის ისეთ მეწარმეს მოეპოვებინა, როგორიც მარკ ცუკერბერგია, ვინაიდან Facebook-ისა და Twitter-ის მსგავსი საიტები მასობრივი კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებებად გამოდგნენ ”არაბული გაზაფხულის” ამბოხების დროს. სხვები ვარაუდობდნენ, რომ პრემიას ბლოგერი აქტივისტები მიიღებდნენ.

მაგრამ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მასობრივი მოძრაობა ხალხზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ტექნოლოგიაზე.

როგორც ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე, თორბიორნ იაგლანდმა განუცხადა ჟურნალისტებს ოსლოში, კარმანი ჯერ კიდევ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დაუპირისპირდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმს.

2011 წლის ნობელის სხვა ლაურეატების სიაში შევიდა სამი ამერიკელი ფიზიკოსი, ებრაელი ქიმიკოსი, შვედი სიურეალისტი პოეტი, თომას ტრანსტრომერი. ნობელის ეკონომიკის პრემიის მფლობელი 10 ოქტომბერს დასახელდება.

გასული წლის ნობელის მშვიდობის ჯილდო ლიუ ქსიობომ მოიპოვა. იგი სიტყვის თავისუფლებასა და ღია არჩევნებთან დაკავშირებული პეტიციის - მე-8 ქარტიის შედგენისათვის დააპატიმრეს და თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად ქსიობო ამ ვადის მესამე წელს იხდის.

წყარო:http://www.ibtimes.com/articles/227087/20111007/nobel-peace-prize-2011-winners.htm



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია