ლონდონის უძველესი გეი კაფე იხურება
16 10 2011

ცენტრალურ ლონდონში მდებარე უძველესი გეი კაფე ორ კვირაში დაიხურება.

“First Out Café” ლონდონის პირველი ადგილი იყო, სადაც ადგილობრივ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს დღის განმავლობაში შეეძლოთ შეხვედრა და ერთმანეთთან დროის გატარება. 1986 წელს გახსნილი კაფე იმ პერიოდში პოპულარული კლუბური გარემოს ალტერნატიულ სივრცეს წარმოადგენდა.

“First Out Café” ერთ-ერთია იმ დაწესებულებათა და საწარმოთაგან, რომელთა დახურვაც Crossrail-ის ქსელის გაფართოების გამო იგეგმება „Tottenham Court Road“-ის რაიონში.

კაფეს დირექტორი, მარია ტეხადა აცხადებს, რომ “First Out Café” წარმოადგენდა უსაფრთხო ადგილს, სადაც ყველა სტუმარს შეეძლო თავისუფლად გამოეხატა თავი და, რომ ბევრი ადამიანი მას ნავსაყუდელს და თავშესაფარს უწოდებდა სიმშვიდისა და კომფოტის გამო.

ერთ-ერთი ასეთი სტუმარი, არგენტინელი ანა კარაზოფი, ამბობს, რომ ამ კაფეს დახურვა ქალაქისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება.

Crossrail-თან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ „First Out Cafe“ 29 ოქტომბერს დაიხურება.

რკინიგზის ხაზი, რომელიც ბერკშირსა და ესექსს დააკავშირებს ერთმანეთთან, ცენტრალურ ლონდონზე გაივლის. მშენებლობა დაწყებულია და „Tottenham Court Road“-ის სადგურის გარშემო უკვე შემოიღობა საკმაოდ დიდი ტერიტორია.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/uk-england-london-15310985



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"