ლგბტ თემის პროტესტი ბელგრადში
20 10 2011

ოთხშაბათს, მთავრობის სახლის წინ ბელგრადის გეი–სთრეიტ ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა ლოზუნგით „კმარა!“.

აქციის მშვიდობიან მსვლელობას პოლიცია უზრუნველყოფდა. სამართალდამცავებმა სამი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ქუჩის მეორე მხარეს იდგნენ და სკინჰედების სიმბოლოებს ატარებდნენ.

„გეი–სთრეით ალიანსმა“ საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ლგბტ თემატიკის მაისური ეცვა, შაბათს არასრულწლოვანი ბიჭი დაესხა თავს. პროკურატურამ თავდამსხმელის ასაკის გამო მისი თავდებით გამოშვება გადაწყვიტა.

გეი უფლებათა აქტივისტებმა, რომელთაც „გეი–სთრეით ალიანსის“ ხელმძღვანელი - ლაზარ პავლოვიჩი მიუძღვებოდა, პრემიერ მინისტრთან, მირკო ცვეტკოვიჩთან მოითხოვეს შეხვედრა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი მიღება არავინ ისურვა, აქტივისტებმა მოთხოვნათა სია მთავრობის შენობის შესასვლელზე გააკრეს. სია დაცვის წევრებმა ჩამოიღეს.

მოგვიანებით, დაცვის სამსახურის წევრმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეატყობინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სლობოდან ჰომენი მათ 15:00 საათზე მიიღებდა, მაგრამ აქტივისტებმა ამაზე უარი განაცხადეს და მოითხოვეს, რომ შეხვედრა ხუთშაბათს შემდგარიყო.

ლგბტ თემის წევრები აცხადებენ, რომ მათი თავშეყრის უფლება დაცული უნდა იყოს და მთავრობას მათი პრობლემების გადაჭრაში ჩარევისკენ მოუწოდეს.

წყარო:http://www.b92.net/eng/news/society-article.php?yyyy=2011&mm=10&dd=19&nav_id=76922



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი