თურქ ტრანს აქტივისტებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
05 11 2011

ერთობლივ წერილში, რომელიც თურქეთის იუსტიციის სამინისტროში იქნა გაგზავნილი, ადამიანის უფლებათა დამცველმა შვიდმა ორგანიზაციამ თურქეთის მთავრობას ტრანსგენდერი ადამიანების სისტემატიური შეურაცხყოფისა და ჩაგვრის დასრულებისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა აქტივისტები აღშფოთებას გამოხატავენ ორგანიზაცია “Pembe Hayat”-ის ლიდერების გასამართლებისა და შესაძლებელი თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.

2011 წლის 26 ოქტომბერს, ანკარის მეთხუთმეტე სისხლის სამართლის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სამ ტრანსგენდერ აქტივისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველს - ნაზ გუდუმენს, ბუსე კილიჩკავას და სელაი ტუნჩს ხუთიდან თვრამეტ თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათი გასამართლება მოხდა ისეთი ბრალდებების საფუძველზე, როგორიცაა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. მაშინ, როცა ტუნჩისა და გუდუმენის განაჩენი შეჩერებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება კილიჩკავასთან დაკავშირებით ძალაში იქნება მოყვანილი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ანალოგიური განაჩენის გამოტანის შემთხვევაში.

ზემოხსენებული საქმე სასამართლოს იმ მოვლენების შემდეგ გადაეცა, რომლებიც 2010 წლის 19 ივნისს განვითარდა, როდესაც ანკარის სევრანბაგლარი მაჰის რაიონში მანქანით მგზავრობისას, სამი ტრანსგენდერი ადამიანის უფლებათა აქტივისტი პოლიციამ გააჩერა და დააპატიმრა. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ინფორმაციით, მსგავსი ქმედებები პოლიციის მხრიდან თვითნებურად ხორციელდება და ტრანსგენდერი ადამიანებისა და განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა აქტივისტების სისტემატიური ჩაგვრის ნაწილს წარმოადგენს.

თურქეთის მთავრობისადმი მიმართულ წერილში საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სამი აქტივისტისათვის წაყენებული ბრალდებები მოხსნილ იქნას და მოხდეს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ პოლიციასა და სასამართლოებში დისკრიმინაციული მოპყრობის გამოძიება. ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე მოითხოვონ, რომ მოხდეს პოლიციის ოფიცრებისა და სასამართლოს მოხელეებისათვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება, ტრანსფობიისა და ჰომოფობიის სამომავლო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

წყარო:http://ilga-europe.org/home/guide/country_by_country/turkey/human_rights_leaders_urge_turkish_government_to_drop_charges_against_transgender_activists



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის