ადამიანის უფლებათა დარღვევები ირანში
05 11 2011

გასულ ხუთშაბათს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს ირანში ლგბტ უფლებათა დარღვევებს და რეკომენდაციას აძლევს მთავრობას ამ სფეროში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს. დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო სისტემაში ლეგალური ძალის მატარებელია, შეიძლება ძლევამოსილი იარაღი გახდეს ადამიანის უფლებათა ადვოკატებისთვის, რომლებიც ირანსა და სხვა ქვეყნებში ლგბტ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

ზემოხსენებული ანგარიში უშუალოდ უკავშირდება ირანის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი წესების დაცვის საკითხს. ზემოხსენებული ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებებს საერთაშორისო დონეზე არეგულირებს. დოკუმენტს ამჟამად 166 ხელმომწერი სახელმწიფო ჰყავს რომლებიც, წესისამებრ, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ აბარებენ შესაბამის პერიოდულ ანგარიშს. ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომელმაც ხელშეკრულებას დათქმების გარეშე მოაწერა ხელი 1975 წელს, 18 წლის განმავლობაში ანგარიში არ ჩაუბარებია.

კომიტეტმა ირანის მთავრობას რეკომენდაცია მისცა მიმართოს ”ყველა საჭირო” გზას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და 2014 წლის პერიოდულ ანგარიშში ჩართოს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში ლგბტ ადამიანების მდგომარეობაზე.

კომიტეტის 103-ე სხდომისათვის ჟენევაში, ირანმა ჩააბარა 213 გვერდიანი სამთავრობო ანგარიში, რომელშიც ლგბტ უფლებებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხი არ იქნა გაცემული, რამაც კომიტეტის იმედგაცრუება გამოიწვია.

ICCPR -ისკომიტეტს არ აქვს უფლება ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვოს, მაგრამ ზემოხსენებული ანგარიში შეიძლება გავრცელდეს გაეროს მთელს სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი შეიძლება გამოადგეთ ადვოკატირებაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც გერმანია და საფრანგეთია, რომელთაც ირანთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

წყარო:http://www.advocate.com/News/Daily_News/2011/11/04/UN_Report_Spotlights_LGBT_Rights_Abuses_in_Iran/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან