გამოსასწორებელი კლინიკები ეკვადორში
11 11 2011

ლგბტ და ქალთა უფლებათა ჯგუფებმა ეკვადორში 200-ზე მეტი არალეგალური კლინიკა აღმოაჩინეს, რომელშიც ე.წ. ”ჯანდაცვის პროფესიონალები” ახალგაზრდა ქალებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აჩერებენ, აუპატიურებენ, აწამებენ, აშიმშილებენ და სცემენ.

ასეთი მოპყრობის მიზეზად კი იმ ქალთა ”ლესბოსელობის ავადმყოფობა” იქცა.

ეკვადორის ამომრჩევლებმა ახლახანს მხარი დაუჭირეს პროგრესულ კონსტიტუციას, რომელშიც დაცულია გეი უფლებები, მათ შორის, ფედერალური სამოქალაქო კავშირები ერთსქესიან წყვილებს შორის. ქვეყანაში, ასევე, არსებობს ძლიერი კანონები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცაღა, მიუხედავად ფურცელზე არსებული ლეგალური მექანიზმებისა, მსგავსი კლინიკები მაინც აგრძელებენ არსებობას.

წყარო:http://www.allout.org/en/actions/ecuadorclinics?akid=360.15302.u1AtfR&rd=1&t=4&utm_campaign=ecuador&utm_content=english&utm_medium=email&utm_source=actionkit



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა