“ელ ვორდის” “რეალითი” სერიები
02 09 2009

www.afterellen.com-ის ინფორმაციით, Showtime-ის სატელევიზიო არხმა მისი ჰიტური ლესბოსური დრამა “ელ ვორდის” (The L Word) “რეალური სატელევიზიო” ვერსია შეიმუშავა, რომელიც მაყურებლის წინაშე ცხრა ეპიზოდად წარდგება.

“რეალური “ელ ვორდი": ლოს ანჯელესის" (The Real L Word: Los Angeles) აღმასრულებელი პროდიუსერი, კომპანია Magical Elves-ის ხელმძღვანელებთან - ჯეინ ლიფზიცთან და დენ კატფორტთან ერთად, “ელ ვორდის” აღმასრულებელი პროდიუსერი - აილინ ჩაიკენი იქნება.

ახალი “რეალითი” სერიები ექვსი ლოს-ანჯელესელი ლესბოსელის ნამდვილ ცხოვრებას ასახავს. ქასთინგი შოუსთვის დასრულებული ჯერ არ არის.

“მიუხედავად იმისა, რომ “ელ ვორდის” მეექვსე სეზონი გასულ მარტში დავასრულეთ “შოუთაიმზე”, ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენი “ელ ვორდრული” ამბების თხრობა არ დაგვისრულებია.” - www.variety.com-თან საუბარში განაცხადა ჩაიკენმა.

“რეალური “ელ ვორდი”: ლოს ანჯელესის” დებიუტი 2010 წლის განმავლობაში იგეგმება.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი