ჰომოფობიური კანონპროექტი რუსეთში
17 11 2011

2011 წლის 11 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის იურიდიულმა კომიტეტმა წარმოადგინა კანონპროექტი არასრულწლოვნებისათვის, ეგრეთ წოდებული, სოდომის, ლესბოსელობის, ბისექსუალობის, ტრანსგენდერობისა და პედოფილიის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, მისი დარღვევის შემთხვევაში, დანმაშავეს ადმინისტრაციული სასჯელის დაეკისრება.

ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსექსუალობის ერთ კანონპროექტში ჩასმით მცირეწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულთან ერთად, როგორიც პედოფილიაა, საკანონმდებლო ასამბლეის წევრები საზოგადოებრივი აზრის მართვას ცდილობენ. მათი მიზანი კი გახლავთ ანტიდემოკრატიული კანონის მიღება, რომელიც გამოიწვევს სანკტ-პეტერბურგში ადამიანის უფლებათა მკაცრ შეზღუდვას.

”საზოგადოებრივი ინტერესის” სახელით საკანონმდებლო ასამბლეამ უგულვებელყო ფედერალური კანონი, გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, ევროპის საბჭოს რეკომენდაციები და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სხვა დადგენილებები, რომლის წევრიც რუსეთის ფედერაციაა. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არავითარი საჯარო დებატი არ გამართულა.

ცხადია, რომ ამ კანონის მიღება არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებსაც. მოზარდებს შორის თვითმკვლელობის მაჩვენებლით რუსეთს მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე საუბრის აკრძალვას ამ მხრივ ტრაგიკული შედეგების მოტანა შეუძლია.

ზემოხსენებული კანონის მიღება სავალალო შედეგებს მოუტანს რუსულ ლგბტ მოძრაობასაც, რომელიც იმდენად ხილვადი გახდა რუსეთში, რომ ჰომოფობიურ მთავრობას მისი უგულვებელყოფა აღარ შეუძლია. მთავრობა ცდილობს გაანადგუროს ლგბტ ორგანიზაციები კანონმდებლობის გამოყენებითა და საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციის მეშვეობით.

წყარო: http://comingoutspb.ru/en/en-news/againstthebill



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი