შეასრულა თუ არა ობამამ დანაპირები
18 11 2011

აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი „დაბალი პრიორიტეტის“ მქონე ლგბტ ემიგრანტების დეპორტაციასა და ამგვარად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისა და ემიგრანტებისაგან შემდგარი ლგბტ წყვილების გახლეჩას შეწყვეტდა. დეპარტამენტს ამის ნაცვლად „მაღალი პრიორიტეტის“ მქონე უსაფრთხოების რისკებისათვის უნდა მიეხედა.

მიუხედავად ამისა, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებში, რომლებიც აშშ–ს იმიგრაციისა და საბაჟოს სამსახურში მომუშავე იურისტებს ეხება, ერთსქესიან ურთიერთობაში მყოფი იმიგრანტები ნახსენები არ არიან.

კრის ჯონსონმა The Washington Blade–ს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ წყვილები ზემოხსენებულ სახელმძღვანელოებში არ მოიხსენებიან, მათში „დაბალი პრიორიტეტის“ მქონე პირებად აღინიშნებიან ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტები, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხანი ცხოვრობენ, დაამყარეს აქ მნიშვნელოვანი კავშირები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.“

შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის ანონიმურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოჯახურ და არა მარიტალურ ურთიერთობებზე აქცენტის გაკეთება იმიტომ გადაწყდა, რომ მთავრობას სურდა ის ადამიანებიც მოეცვა, რომლებიც გრძელვადიან არარეგისტრირებულ ურთიერთობებში იმყოფებიან.

ორგანიზაცია „Immigration Equality“–ის პრესსპიკერმა სტივ რალსმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ლგბტ წყვილების სახელდება ამ ახალ სახელმძღვანელოში იმისათვისაა საჭირო, რომ არ მოხდეს არალეგალური ლგბტ იმიგრანტების ჰომოფობიურ სამშობლოში დეპორტირება.

წყარო:http://www.queerty.com/obama-promised-to-stop-deporting-lgbt-spouses-but-forgot-to-tell-immigration-officials-20111118/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"