სამხრეთ აზიელი ლგბტ ადამიანების ხილვადობა
18 11 2011

შეხვდი აჯაის. ის ფუნჯაბელია. თამაშობს ფეხბურთს. პატივს სცემს უფროსებს. მას კაცები აინტერესებს.

ეს ერთ–ერთია იმ ექვსი პოსტერიდან , რომელიც აქცია „Our City of Colours“/ „ჩვენი ფერადი ქალაქი“ –ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვანკუვერის ეთნიკურ და კულტურულ უმცირესობათა ჯგუფებში ლგბტ ადამიანთა ხილოვადობის გასაზრდელად.

ალექს (ამარ) სანღა, კლინიკური კონსულტანტი და Sher Vancouver–ის (აღმოსავლეთ აზიის ლგბტ ადამიანების, მათი ოჯახის, მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდამჭერი ჯგუფი) დამფუძნებელი, ზემოხსენებულ პოსტერს აქებს და ამბობ, რომ იგი დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ჰომოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში.

„ეს პროექტი იმიტომ მომწონს, რომ ამ პოსტერებით ნაჩვენებია, რომ ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორც ყველა დანარჩენი. ჩვენ არ განვსხვავდებით სხვებისგან და გვაქვს უფლება, რომ თანასწორად და პატივისცემით გვექცეოდნენ.“ განაცხადა მან.

“Sher Vancouver” 2008 წელს დაარსდა, როგორც სიქჰური ორგანიზაცია. მოგვიანებით მას დაემატა პანჯაბის ჯგუფი და ბოლოს ორგანიზაციამ ვანკუვერში არსებული ყველა სამხრეთ აზიური ჯგუფი მოიცვა. ამჟამად ორგანიზაცია ღიაა ნებისმიერი სექსუალობის, რელიგიური აღმსარებლობისა და წარმომავლობის ადამიანებისთვის.

არსებობს ასევე „Trikone Vancouver“, რომელსაც ფატიმა ჯაფერი ხელმძღვანელობს და იგი მხოლოდ ქუიარ აღმოსავლეთ აზიელებისათვის არის განკუთვნილი. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ორგანიზაციას ლესბოსელი ქალი ხელმძღვანელობს ქუიარ ქალებს Trikone–ში მისვლა უფრო მეტად უადვილდებათ.

2009 წლის აპრილიდან ალექს სანღა ასევე ხელმძღვანელობს პროექტს, სახელწოდებით „Dosti“ (რაც ბევრ სამხრეთ აზიურ ენაზე „მეგობრობას“ ნიშნავს). ეს პროექტი სკოლებში „ქამინაუთთან“ დაკავშირებით ვორკშოპების ჩატარებაში მდგომარეობს.

მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც ის ამ პროექტით ყოფილა, ბევრი სამხრეთ აზიელი ბავშვია და ისინი ძალიან შემწყნარებლები არიან სექსუალური და გენდერული განსხვავებულობისადმი. ქუიარ ადამიანების ხილვადობის გაზრდა კონკრეტულ თემში, აადვილებს მის აღიარებას, რომ ისინი ნებისმიერ კულტურულ გარემოში არსებობენ.

წყარო:http://www.straight.com/article-543951/vancouver/lgbt-presence-south-asian-community-our-city-colours-sher-vancouver-and-more



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია