ჰომოსექსუალობის მიზეზი პერუში
27 11 2011

პერუს ერთ–ერთ ქალაქის, ჰუარმეის მერი ხოსე ბენიტესი ძალიან შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მისი ქალაქის სასმელ წყალში სტრონციუმის მაღალმა შემცველობამ ადგილობრივი მამაკაცები შეიძლება ჰომოსექსუალებად აქციოს. ბენიტესის თქმით, სტრონციუმი მამაკაცური ჰორმონების გამოყოფას ამცირებს და ის შიშობს, რომ ჰუარმეი მალე ტაბალოსოსსა და პერუს სხვა ისეთ ქალაქებს დაემსგავსება, სადაც „ჰომოსექსუალობის რაოდენობამ იმატა".

ქალაქი ტაბალოსოსი ცენტრალურ პერუში, სან მარტინის რეგიონშია განლაგებული.სწორედ აქედან მარაგდება ჰუარმეი სასმელი წყლით. რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადეს, რომ ქალაქში ჰომოსექსუალი მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატება შეინიშნებოდა.

ლიმას ფარმაცევტული ქიმიის კოლეჯის დეკანმა, დოქტორ რობერტო კასტრო როდრიგესმა პერუს რადიოს განუცხადა, რომ სტრონციუმის მაღალმა შემცველობამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ანემია და გულ–სისხლძარღვთა გართულებები, მაგრამ არა ჰომოსექსუალობა.

წყარო: http://boingboing.net/2011/11/26/peruvian-mayor-strontium-in-w.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია