გაეროს პირველი ანგარიში ლგბტ უფლებებზე
21 12 2011

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით ”გამოკვეთილ იქნა უფლებათა დარღვევების ტენდენცია, რომელიც პასუხს საჭიროებს.”

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობა მსოფლიოს ყველა რეგიონში აღინიშნება და ტენდენციურად უფრო დიდი აგრესიითა და სისასტიკით გამოირჩევა ხოლმე, სხვა სიძულვილით ან იდეოლოგიით მოტივირებულ დანაშაულთან შედარებით.

აღნიშნულ ანგარიშში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი, მოუწოდებს ქვეყნებს გააუქმონ კანონები, რომლებიც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზებას ახდენს, გააუქმონ სიკვდილით დასჯა ორმხრივ თანხმობაზე დაფუძნებული სექსუალური კავშირებისთვის, გაათანაბრონ სექსუალური თანხმობის ასაკი ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ქცევისათვის და შეიმუშაონ ამომწურავი ანტიდისკრიმინაციული კანონები.

დღესდღეობით, ერთსქესიანი სექსუალური კავშირები ჯერ კიდევ არალეგალურია 76 ქვეყანაში, ხოლო სულ მცირე ხუთ მათგანში - ირანში, საუდის არაბეთში, სუდანში და იემენში - სიკვდილით ისჯება.

წყარო:http://newamericamedia.org/2011/12/un-issues-first-report-on-human-rights-of-lgbt-people.php



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია