ბუდაპეშტის მერი ევრო თამაშებს განუდგა
02 01 2012

ბუდაპეშტი ნელ–ნელა ემზადება ყოველწლიური სპორტული ლგბტ ღონისძიების EuroGames–ის სამასპინძლოდ მომავალ ზაფხულს, თუმცა ერთი რამ ცხადია, უნგრეთის დედაქალაქის მერი იშტვან ტარლოსი მას არ დაესწრება.

ბერლინის ღიად გეი მერის კლაუს ვოვერაიტისადმი მიწერილ წერილში, ტარლოსი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი პატივს სცემს EuroGames–ის მიმდევართა უფლებას გააკეთონ რაც უნდათ „მათივე ჭკუის ხალხთან“ ერთად, მას სურს ხაზი გაუსვას რომ საკუთარი თავის „ასოცირებას არ ახდენს არც ამ ცხოვრების სტილთან და არც თავად ღნისძიებასთან.“ მისი თქმით „მათი“ მხარდაჭერა მისი, როგორც მერის საქმე სულაც არაა.

უნგრული მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ტარლოსმა საჯაროდ გაათამაშა ჰეტეროფობიის ბარათი, განაცხადა რა, რომ ეს ღონისძიება დისკრიმინაციულია, რადგან მასში მხოლოდ „ასეთ“ ადამიანებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და ეს გარიყვის და გამოყოფის ერთ–ერთი საშუალებაა.

მერის მხრიდან სიყვარულის ნაკლებობის მიუხედავად, EuroGames მაინც ჩატარდება ბუდაპეშტში 2012 წლის 27 ივნისსა და პირველ ივლისს შორის. ღონისძიებაში ევროპის მთელი კონტინენტიდან 4,000 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

წყარო:http://www.queerty.com/budapest-mayor-to-sporty-gays-consider-us-disassociated-20111229/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა