კამათი ერთსქესიან ქორწინებაზე კანადაში
18 01 2012

გასულ კვირას, ფედერალური მთავრობის მიერ დაქირავებულმა ადვოკატმა სასამართლოში განაცხადა, რომ კანადაში შესრულებულ ქორწინებას ლეგალური ძალა არ უნდა ჰქონდეს, თუკი წყვილი ცხოვრობს ქვეყანაში, რომლის იურისდიქციაც არ სცნობს ერთსქესიან ქორწინებას. მიუხედავად პრემიერ მინისტრის სრული უცოდინრობისა ამ საკითხში, ჰარპერის მთავრობის კრიტიკოსები ტყავიდან გამოძვრნენ იმის დასამტკიცებლად, რომ კონსერვატორებს თურმე ფარული ანტი გეი გეგმები ჰქონდათ. ტიმ ჰარპერი, გაზეთ Toronto Star–ის ჟურნალისტი, რომელიც შინაგან საქმეთა და სახელმწიფო პოლიტიკის თემებზე წერს, საკმაოდ ტიპიური მიდგომა გამოიჩინა და განაცხადა, რომ: „ სანამ ჰარპერის ოპონენტთა ჯარები ელოდებოდნენ მძიმედ მემარჯვენე სოციალურ პროგრამას, რომელიც ოტავაში უნდა დანერგილიყო, კონსერვატორებმა საკუთარი პოლიტიკის საზღვარგარეთ იმპორტირება დაიწყეს.“

წყარო:http://fullcomment.nationalpost.com/2012/01/18/matt-gurney-if-the-tories-hate-gays-why-are-they-standing-up-for-them-abroad/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია