მუსლიმ მამაკაცებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში დებენ ბრალს
10 01 2012

დერბის მახლობლად, ხუთი მუსლიმი მამაკაცი ავრცელებდა ბროშურებს, რომლებიც ლგბტ ადამიანების მოკვლის მოწოდებებს შეიცავდა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით მსგავსი ქმედებები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად ითვლება.

42 წლის იჰჯაზ ალის, 45 წლის მეჰბობ ჰუსეინს, 38 წლის უმარ ჯავედს. 27 წლის რაზვან ჯავედსა და 28 წლის კაბირ აჰმედს ბრალი ედებათ გამვლელებისათვის ლგბტ ადამიანებისადმი ძალადობისაკენ მოწოდების შემცველი ბროშურების დარიგებასა და მათი საფოსტო ყუთებზე მიკვრაში. მათ ბრალად ედებათ სიძულვილის გაღვივება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რაც 2010 წლის მარტში ძალაში შესულ კანონს პირდაპირ არღვევს. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ.

პროკურორ, ბობი ჩიმას განცხადებით, ეს ბროშურები არა შემეცნებითი ან ინფორმაციული ხასიათისაა არამედ მუქარით, შეურაცხყოფითა და დაშინებით სავსე. მისი თქმით მუსულმანთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა უმეტესობას აქვს უფლება ჰომოსექსუალობის მიმართ საკუთარი აზრი გამოხატოს კრიტიკული თუმცა კანონის ფარგლებში მყოფი, გაწონასწორებული და ზომიერი მეთოდებით.

პოლიციისადმი მიცემულ ინტერვიუში ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აჰმედი ირწმუნება, რომ ბროშურაში გეების სიკვდილით დასჯის მოწოდებას და მკითხველისთვის ამ ქმედების სამი შესაძლო მეთოდის შეთავაზებას არასწორად სულაც არ თვლის. მისი აზრით, ის უბრალოდ გამოხატავდა იმას, რასაც ისლამი ქადაგებს ჰომოსექსუალობაზე და როგორც მუსულმანი, იგი მოვალედ თვლის თავს ჰომოსექსუალობა დაგმოს.

სასამართლო პროცესი გრძელდება.

წყარო:https://apps.facebook.com/theguardian/uk/2012/jan/10/muslim-anti-gay-leaflet-hate



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის