რომის პაპი: გეი ქორწინება მომავალს საფრთხეს უქმნის
09 01 2012

პაპმა ბენედიქტ XVI–მ განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინება ერთ–ერთი იმ საფრთხეთაგანია, რომელიც ტრადიციულ ოჯახსა და „თვით კაცობრიობის მომავალს“ ემუქრება.

ახალი წლის დასაწყისში პაპმა ვატიკანის დიპოლომატიური კორპუსისადმი გაკეთებულ მიმართვაში, საკმაოდ ძლიერი კომენტარები გააკეთა გეი ქორწინებასთან დაკავშირებით. მიმართვაში იგი საუბრობდა მსოფლიოს დღის წესრიგში მდგომ სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე.

პაპმა თითქმის 180 ქვეყნის წარმომადგენელ დიპლომატს განუცხადა, რომ ბავშვების განათლებას სწორი მიმართულება ჭირდება და პირველ რიგში ეს ეხება ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია მამაკაცისა და ქალის ქორწინებაზე.

„ეს არ არის უბრალო სოციალური პირობითობა, არამედ თითოეული საზოგადოების ფუნდამენტური უჯრედი. სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ოჯახს ძირს უთხრის, ადამიანურ ღირსებასა და თვით კაცობრიობის მომავალს უქმნის საფრთხეს,“ – განაცხადა მან.

ვატიკანი და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური პირები მსოფლიო მასშტაბით განუწყვეტლივ აპროტესტებენ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ევროპასა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

ერთ–ერთი წამყვანი ამ საკითხში არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი, რომელსაც პაპი კარდინალის წოდებას მიანიჭებს მომავალ თვეში.

დოლანი ერთსქესიან ქორწინებას მანამდეც ებრძოდა, სანამ იგი ლეგალური გახდებოდა ნიუ იორკის შტატში, გასულ ივნისს, ხოლო სექტემბერში მან პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი მისწერა და გააკრიტიკა მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არ დაეჭირა მხარი ერთსქესიანი ქორწინების ფედერალური აკრძალვისათვის.

რომაული კათოლიკური ეკლესია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 1.3 მილიარდი მიმდევარი ჰყავს, ასწავლის, რომ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები თავისთავად ცოდვას არ წარმოადგენს, ცოდვა მხოლოდ ჰომოსექსუალური აქტებია და რომ ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ტრადიციულ ოჯახში დედასა და მამასთან ერთად.

წყარო:http://www.reuters.com/article/2012/01/09/us-pope-gay-idUSTRE8081RM20120109



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან