აშშ-ს ანგარიში ლგბტ დისკრიმინაციაზე
10 01 2012

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს, ექსპერტების მიერ „გულწრფელად“ შეფასებული ანგარიში ჩააბარა ლგბტ დისკრიმინაციის შესახებ.

ეს უკვე მეოთხე ასეთი ანგარიშია ობამას ადმინისტრაციისგან, მაშინ, როცა ბუშის ადმინისტრაცია ლგბტ საკითხებს ანგარიშებში იგნორირებას უკეთებდა.

გლობალური თანასწორობის საბჭოს კოალიციურმა ჯგუფმა აშშ–ს მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასა, როგორც „გულწრფელი და რეფლექსიური პერსპექტივა ქვეყანაში ლგბტ უფლებების მდგომარეობაზე.“

ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი მიღწეული პროგრესი და ასევე რეგრესული წერტილებიც, მათ შორის „ქორწინების დაცვის აქტი“ (Defense of Marriage Act) და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისაგან დაცვის წარუმატებლობა შრომის ფედერალურ კანონში (Employment Non-Discrimination Act).

წყარო:http://www.care2.com/causes/united-states-reports-to-the-un-on-lgbt-discrimination.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია