ჟურნალ Vogue–ის მთავარი რედაქტორი ლგბტ თემის მოკავშირე
10 01 2012

New York Magazine იუწყება, რომ ჟურნალ American Vogue–ის მთავარ რედაქტორ ანა ვინტურს ადამიანის უფლებათა კამპანიისგან (HRC) თანასწორობის მოკავშირის ჯილდო გადაეცემა.

ანა ყოველთვის ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი და იბრძოდა მათთვის თანასწორი უფლებების მინიჭებისათვის, ამიტომ HRC დიდ პატივად თვლის მისი ძალისხმევა დააფასოს.

„ჩვენ მოხარულები ვართ მას გადავცეთ თანასწორობის მოკავშირის ჯილდო ლგბტ თემის უფლებებისათვის, თანასწორი ქორწინებისათვის, აივ/შიდსის პრევენციისათვის და კამპანია It Gets Better –ში შეტანილი წვლილისთვის,“ – განაცხადა ჯო სალმონეზემ.

ანას ჯილდოს შოუ Glee–ს შემქმნელი რაიან მერფი გადასცემს HRC–ის ბანკეტზე 4 თებერვალს.

წყარო:http://www.belfasttelegraph.co.uk/woman/fashion-beauty/anna-wintour-to-receive-lgbt-ally-award-16101536.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"