სინტია ნიქსონი ლესბოსელია, ბისექსუალი თუ?
28 01 2012

სინტია ნიქსონი აცხადებს, რომ ლესბოსელობა მისი არჩევანია. ამ განცხადებამ გეი თემში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ორი შვილის დედა აცხადებს, რომ მას თავისი მიზეზები აქვს იმისათვის, რომ სიტყვა ბისექსუალი არ გამოიყენოს.

„სიტყვა ბისექსუალს არ ვიყენებ იმიტომ, რომ ბისექსუალები არავის მოსწონს,“ განაცხადა მან Daily Beast–თან ინტერვიუში და დასძინა: „ყველა ცდილობს ბისექსუალებს ტალახი მოგვცხოს და არავინ გვცემს პატივს.“

„როდესაც კაცებს ვხვდებოდი, მე ისინი მიყვარდა და ვნებაც მაკავშირებდა მათთან, შემდეგ კი კრისტინი გავიცანი და ის შემიყვარდა და ჩემი ვნებაც მას ეკუთვნის,“ განუცხადა მან Sessums–ს.

„ჩემთვის ეს არჩევანია, ვიცი, რომ ბევრისთვის ასე არ არის, მაგრამ ჩემს ორიენტაციას თქვენ ვერ განმისაზღვრავთ.“ ამბობს მსახიობი.

The New York Daily News–ის განცხადებით, ერთ–ერთი ყველაზე ცხარე პასუხი ნიქსონის განცხადებაზე გეი აქტივისტ ჯონ არავოსისს ეკუთვნის:

„კაცებიც თუ მოგწონს და ქალებიც, ესე იგი, ბისექსუალი ხარ და არა ლესბოსელი, ამიტომ ნუ ეუბნები ადამიანებს, რომ გეი ხარ და რომ გეებს საკუთარი ორიენტაციის არჩევა შეუძლიათ, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის.“

ნიქსონის პასუხი The Daily News–ში შემდეგი იყო: „ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს ჰგონია, თითქოს რაღაც ღრუბელში ვცხოვრობ და ვერ ვაცნობიერებ, რომ ლესბოსელი ვარ, ეს ძალიან საწყენია.“

წყარო:http://www.newjerseynewsroom.com/movies/actress-cynthia-nixon-lesbian-bisexual-or-lgbt-nuisance



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის