ლიტველი ჰომოფობიური კომენტარისთვის დააჯარიმეს
02 02 2012

ვილნიუსის მაცხოვრებელ 37 წლის მამაკაცს 450 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა კომენტარისთვის, რომელიც მან Facebook–ზე განთავსებულ სტატიაზე გააკეთა. სტატია ცნობილი მომღერლის Lady Gaga-ს კრიტიკას ეხებოდა ლიტვური მთავრობის მიმართ.

Delfi.lt–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვილნიუსის პირველმა საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ გეების შესახებ საჯარო კომენტარში კაცმა, რომელიც ამჟამად ავეჯის ამწყობად მუშაობს, პროვოკაციული რიტორიკა გამოიყენა და მოუწოდა დაცინვის, დისკრიმინაციისა და ფიზიკური ძალადობისაკენ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. კომენტარის ირგვლივ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამის შესახებ შეტყობინება ლიტვური გეი ლიგისგან (LGL) მიიღო.

ზემოხსენებული სტატია ეხებოდა Lady Gaga–ს გამოჩენას რომის გეი პრაიდზე, რომლის განმავლობაშიც მან გააკრიტიკა ის ქვეყნები (მათ შორის ლიტვაც), რომლებიც ლგბტ ადამიანთა უფლებებს ზღუდავენ. თავის კომენტარში 37 წლის ვილნიუსელმა დაწერა: „ჩვენ მეორე ჰიტლერი გვჭირდება ეს ცისფერები რო ამოხოცოს, თორემ რაღაც ძალიან მომრავლდნენ.“

დაკითხვისას კომენტარის ავტორმა აღიარა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეს კომენტარი გამოაქვეყნა, თუმცა დაიჟინა, რომ კომენტარი მხოლოდ მის პირად აზრს გამოხატავდა. „ჩემი მიზანი არ ყოფილა გეების მიმართ ძალადობისკენ მოწოდება და ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ვთქვი. არ მოველოდი, რომ ჩემი კომენტარი ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა,“ დასძინა მან.

წყარო:http://www.atviri.lt/index.php/news/lithuanian_fined_for_anti_gay_comment_on_facebook/5572



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია