პრეს რელიზი 'Call Me Kucho'
09 02 2012

მაშინ, როცა ბერლინის კინო ფესტივალზე ფილმ „Call Me Kucho“-ს (დამიძახეთ კუჩო) პრემიერა შესდგება, რომელიც ასახავს მოკლული გეი უფლებათა დამცველის დევიდ კატოს ცხოვრების ისტორიას, ჰომოსექსუალობის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „დამამძიმებელი ჰომოსექსუალობისთვის“ სასიკვდილო განაჩენია გათვალისწინებული, კვლავ უგანდას პარლამენტში იქნება წარდგენილი.

11 თებერვალს ბერლინის კინო ფესტივალზე, გაიმართევა ფილმ “Call Me Kucho”–ს პრემიერა. ფილმი დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა და გეი აქტივისტის დევიდ კატოს ცხოვრების ისტორიაზე. 2011 წლის 26 იანვარს უგანდას ყველაზე გამოჩენილი გეი უფლებათა აქტივისტი დევიდ კატო ხელკეტებით მოკლეს. სიკვდილამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე მან სასამართლოში სარჩელი მოიგო უგანდური გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც ჰომოსექსუალების მოკვლისაკენ მოუწოდებდა.

დევიდ კატო ორგანიზაცია Sexual Minorities Uganda–ში ადვოკატირებაზე იყო პასუხისმგებელი და მას სხვა უგანდელ გეი აქტივისტებთან ერთად, არაერთხელ განუცხადებიათ დევნისა და შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ გაზეთ Ugandan Rolling Stone–ს (არავითარი კავშირი ამავე სახელწოდების ამერიკულ ჟურნალთან) ეკრძალება საკუთარ გვერდებზე ჰომოსექსუალების ხსენება. საქმე ის გახლდათ, რომ დევიდ კატოს სურათი ამ გაზეთის პირველ გვერდზე იქნა დაბეჭდილი და სტატიას სათაურად ფრაზა „ჩამოახრჩვეთ ისინი“ გასდევდა. დევიდ კატო ამ სასამართლო პროცესში ერთ–ერთი მოსარჩლე იყო.

კვირას, 12 თებერვალს ფილმის პრემიერის შემდეგ, გაიმართება პრეს კონფერენცია, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ ფილმის რეჟისორები მალიკა ზოუჰალი–უოროლი და კეტრინ ფეირფაქს რაითი და ასევე ვინსენტ ფორესტი, რომელიც Front Line Defenders–ის ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელია. ისინი ისაუბრებენ ზემოხსენებული კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე და უგანდაში ლგბტი ადამიანების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ კატოს მკვლელს სულ ცოტა ხნის წინ მიუსაჯეს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკიდურესი ჰომოფობიის კლიმატს ქვეყანაში კიდევ უფრო ამძაფრებს ანტი ჰომოსექსუალური კანონპროექტის პარლამენტში ხელახალი წარდგენა.

ეთიკისა და ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ჯეიმს ნსაბა ბუტურო (რომელიც წინა არჩევნებზე დამარცხა) თავს ღრმად მორწმუნე ქრისტიანს უწოდებს და ამბობს, რომ „ჰომოსექსუალებს შეუძლიათ დაივიწყონ ადამიანის უფლებები.“

ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი ორჯერ იქნება გადახედილი, სანამ განსახილველად იქნება გამოტანილი, თუმცაღა პროცესის დასაჩქარებლად შეიძლება 2009 წლის განხილვის ოქმები და ანგარიშები იქნას გამოყენილი, როდესაც კანონპროექტი პირველად იქნა უგანდის პარლამენტში წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი პარლამენტის მიერ იქნება დამტკიცებული, პრეზიდენტი მას ვეტოს ვერ დაადებს. კანონპროექტის მიხედვით ჰომოსექსუალობისათვის გათვალისწინებულია სასჯელთა მთელი ნუსხა, მათ შორის სიკვდილით დასჯა „დამამძიმებელი“ გარემოებების შემთხვევაში.

წყარო: http://frontlinedefenders.org/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი