ჯარიმა ჰომოსექსუალობის 'პროპაგანდისთვის'
09 02 2012

სანკტ–პეტერბურგის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 16,700 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს ჰომოსექსუალობის პროპაგანდისთვის.

მსგავსი აკრძალვები უკვე ამოქმედდა ასტრახანში, ცენტრალურ რიაზანსა და კოსტრომაში. სანკტ პეტერბურგის კანონმდებლებმა კნონპროექტის განხილვა, რომელიც ნოემბერში უნდა შემდგარიყო, გადაავადეს, „ლეგალური განსაზღვრებებისა“ და ჯარიმის ოდენობის შესახებ უთანხმოების გამო.

კანონპროექტის გაპროტესტების მცდელობისთვის პარლამენტის შენობის წინ, რამდენიმე გეი აქტივისტი დააკავეს. ზემოხსენებული კანონის მიხედვით პრაიდის ჩატარებაც იკრძალება.

იგი ასევე აძლევს მთავრობას იმის საშუალებას, რომ 500,000 რუბლის (16,700 ამერიკული დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისროს „საჯარო ღონისძიებებს, რომლებიც პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალობას (სოდომიასა და ლესბოსელობას), ბისექსუალობასა და ტრანსგენდერ იდენტობას“ ისევე, როგორც პედოფილიას, არასრულწლოვნებს შორის.

ჯარიმები 10–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნოემბერში წარდგენილი კანონპროექტით იყო გათვალისწინებული. მთავრობის განცხადებით, ეს აკრძალვა აუცილებელია „არასრულწლოვნების მორალური და სულიერი განვითარების“ დასაცავად, მაგრამ ადამიანის უფლებათა ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ფაშიზმის დაკანონებას უფრო ჰგავს.

პეტერბურგში დაფუძნებული ლგბტ ჯგუფი Coming Out იუწყება, რომ კანონპროექტი ჰომოფობიურია და იმას ემსახურება, რომ საზოგადოების ყურადღება რუსეთში არსებული „რეალური პოლიტიკური და სოციალური პრობლემებიდან სხვაგან იქნას გადატანილი.“

შეგახსენებთ, რომ ჰომოსექსუალური ქცევა საბჭოთა კავშირში კანონით იყო დასჯადი და მისი დეკრიმინალიზაცია 1993 წელს მოხდა პრეზიდენტ ბორის იელცინის მიერ, თუმცა ჰომოფობიური განწყობა საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული.

წყარო: http://en.ria.ru/society/20120208/171215909.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია